China  Portugal  croatia  Czech_Republic  Georgia  germany  United_Kingdom  greece  france  indonesia  italy  netherlands  poland  russian_federation  spain  turkey  Vietnam

მოდით განვიხილოთ!

რა არის ბიოტოპური აკვარიუმი?

ავტორი: ოლეგ ლაბუტოვი

ბოლო წლებში ბიოტოპური აკვარიუმები სულ უფრო პოპულარული ხდება, სადაც ეგზოტიკური თევზების, კიბოსნაირების და მცენარეების მოყვარულები სახლში მინი-ეკოსისტემებს ქმნიან, ოსტატურად გადმოაქვთ ბუნებრივი ადგილსამყოფელი და ცდილობენ აღადგინონ და შეინარჩუნონ იდეალური პირობები. თუმცა, არსებობს გაუგებრობა მათ შორის, ვინც დაინტერესებულია ამ კონცეფციით.

სიღრმისეულად რომ გავერკვეთ თუ რა არის “ბიოტოპური აკვარიუმი”, გირჩევთ ცოტახნით ჩავეშვათ წყალქვეშა ბიოტოპის იმ რეალურ სილამაზეში, რომელიც ასე ცოტამ თუ იცის ან ხვდება. ახალი ფოტო კამერების გამოჩენა საშუალებას გვაძლევს ახლებურად შევხედოთ წყალქვეშა პეიზაჟებს, რომლებიც არც ისე ჩამოუვარდება წყალსზედა პეიზაჟებს.

დიდად სამწუხაროა, რომ ყოველწლიურად მთლიან პლანეტაზე ცარიელდება ათასობით ბიოტოპი და ჩვენ ვრისკავთ რომ ვეღარ ვნახავთ ბევრ ჰიდრობიონტების სახეობებს არა მარტო ბუნებაში არამედ აკვარიუმებშიც, ჩვენი დავალებაა შევაგროვოთ მეტი ინფორმაცია გადაშენების გზაზე მდგარ ბიოტოპებზე და ცოტა წვლილი შევიტანოთ მათ გადარჩენაზე. 2011 წლიდან ჩვენ ვატარებთ ბიოტოპური აკვარიუმების დიზაინების კონკურს, რომლებიც ყურადღებას იწვევს ახალ დამწყებთათვის რათა სწორად შექმნან სასიცოცხლო პირობები აკვარიუმის თევზებისათვის. ბევრ თქვენგანს შეგიძლიათ შეასრულოთ ცოტა გამოკვლევითი სამუშაო და მონაწილეობა მიიღოთ კონკურსში.

ბიოტოპი, არეალი და ეკოსისტემა

მოდი გავერკვეთ ყველაზე აუცილებელ სამეცნიერო ტერმინებში. არ ინერვიულოთ თუ უცბად ვერ გაიგებთ სიტყვის მნიშვნელობას,  ძალიან მალე ყველაფერი ნათელი გახდება , პროცესი იქნება საკმაოდ გასართობი და შემეცნებითი.

არეალი – (რეგიონი-მდებარეობა) სადაც გავრცელებულია ამა თუ იმ ცოცხალი ორგანიზმების სახეობა. არეალი შეიძლება შეიცავდეს რამოდენიმე სხვა და სხვა სახის  ბიოტოპს.

ბიოტოპი – ეს არის ადგილსამყოფელი. რომელიც ფორმირებულია ბიოტიკური და აბიოტიკური ფაქტორთა კომპლექსით გარკვეული ბიოცენოზისათვის, რომელიც დამახასიათებელია იმ ადგილობრივი ცოცხალი ორგანიზმებისათვის. ბიოტოპი და ბიოცენოზი წარმოადგენს ბუნებრივი ეკოსისტემის შემადგენელ ნაწილებს, რომელთაც ახასიათებთ ნივთიერებათა მიმოცვლა.

განვიხილოთ ეს ტერმინები ჩვეულებრივი ასტრონოტუსის (Astronotus ocellatus) მაგალითზე. თევზის ამ სახეობის ბუნებრივ ადგილსამყოფელს წარმოადგენს სამხრეთი ამერიკის მდინარეების (ამაზონის, ორინოკოს, ოიაპოკოს და ა.შ.) სისტემებით გაერთიანებული ტერიტორია. ასტრონოტუსი ბინადრობს სხვა და სხვა ტიპის ბიოტოპებში, თითოეულს რომელთაგან ახასიათებს უნიკალური ნიშანთვისებები, თუმცა ერთი რამ მაინც აერთიანებთ. მაგალითად ხეების ფესვებით და ხმელეთის მცენარეულობით დაფარული სანაპიროს მდორე ადგილები.

წარწერები სურათზე: ერთი წყლის სისტემაში შეიძლება არსებობდეს რამდენიმე ბიოტოპი, სხვადასხვა ჰაბიტატები და ცოცხალი ორგანიზმები. მაგალითად: 1. ბიოტოპი, რომელიც არის სწრაფი, ცივი და ჟანგბადით მდიდარი. 2. ბიოტოპი, ტბის სანაპირო ჩაძირული ფესვებით, ტოტებით ფოთლებით pH. 3 დაბალი მაჩვენებლით. 3. ბიოტოპი. მდინარის არაღრმა ქვიშიანი გრუნტი, ფსკერი სადაც უხვადაა წყლის მცენარე. 4. ბიოტოპი. ქვიშიან-ქვიანი ბიოტოპი GH მაღალი მაჩვენებლით.

თითოეული სახეობის ცოცხალ არსებას და მათ ცალკეულ პოპულაციებს აქვთ საკუთარი მისწრაფვა ჰაბიტატების პირობებისადმი: სუბსტრატის ტიპი, განათების და ნაკადის ინტენსივობა, წყლის ტემპერატურა და მისი ქიმიური შემადგენლობა, საკვები ბაზის არსებობა, კონკურენტი და მტაცებელი სახეობები. ყოველივე ეს ქმნის ბიოტოპის სახეს. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ ბუნებაში არაფერია მუდმივი. ბიოტოპს არ გააჩნია მკაფიო საზღვრები. ის შეიძლება შეიცვალოს ამინდის ან ადამიანის ჩარევის გამო. ზოგიერთი სახეობის თევზს შეუძლია მიგრირება თავისი გავრცელების არეალის ფარგლებში, ერთი ბიოტოპიდან მეორეში და ამ რიგად ურთიერთმოქმედება სხვადასხვა ბიოტოპების უფრო მრავალრიცხოვან ცოცხალ ორგანიზმებთან. ერთი სახეობის, მაგრამ სხვა და სხვა ასაკის თევზებსაც შეუძლიათ შეიცვალონ  ადგილსამყოფელი.

ამრიგად ბუნებრივ ბიოტოპზე საუბრისას, უნდა წარმოვიდგინოთ არა მხოლოდ კონკრეტული ადგილი რუქაზე, არამედ ამ კონკრეტული ადგილის მობინადრე ორგანიზმების სასიცოცხლო პირობები.

ბიოტოპური აკვარიუმის რეალობა

როგორი უნდა იყოს აკვარიუმი? თუ შევხედავთ აკვარიუმის ბინადართა მხრიდან, უნდა იყოს სიცოცხლისუნარიანი, ადამიანის მხრიდან – ლამაზი და საინტერესო. ეს წესი მართებულია სახლის დეკორატიული ტიპის ყველა აკვარიუმისთვის. მაგრამ რა ახასიათებს ბიოტოპურ აკვარიუმებს?

მრავალი დეკორატიული თევზის სახეობა ბინადრობს ჩვენი პლანეტის სხვადასხვა კუთხის ბუნებრივ ბიოტოპებში. თითოეულ ბიოტოპს გააჩნია უნიკალური მახასიათებლები და მისი ფაუნა წარმოდგენილია მხოლოდ ამ ადგილისთვის სფეციფიური ცოცხალი ორგანიზმების შემადგენლობით. ათასობით წლის განმავლობაში, თევზებმა და მცენარეებმა მოახერხეს ადაპტირება ადგილსამყოფელის გარკვეულ პირობებში.

ბუნებრივი ეკოსისტემების მსგავსად, აკვარიუმი წარმოადგენს ცოცხალი ორგანიზმების ადგილსამყოფელს. ჩვენი ამოცანაა შევაგროვოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ბუნებრივ ბიოტოპზე და შევქმნათ საჭირო პირობები აკვარიუმში თევზებისა და მცენარეთა წარმატებული არსებობისათვის.

ბიოტოპური აკვარიუმი – ხელოვნური ეკოსისტემაა, რომელიც შექმნილია სახლის ან საგამოფენო აკვარიუმში ადამიანის ერთ-ერთი ბუნებრივი ბიოტოპის შესწავლის შედეგად მიღებული ცოდნის საფუძველზე. ჰაბიტატისა და ცოცხალი ორგანიზმის ელემენტები სწორად უნდა იყოს შერჩეული და მოწყობილი დიზაინის, სიცოცხლისუნარიანობისა და ბიოტოპის კუთვნილების თვალსაზრისით.

ზოგიერთი აკვარიუმი პირველი შეხედვით ბიოტოპურს ჰგავს, თუმცა ასეთს მხოლოდ ნაწილობრივი მიეკუთვნება. მოდით განვიხილოთ მათი რამდენიმე მაგალითი:

  1. გეოგრაფიულ* აკვარიუმში ჰიდრობიონტები შეირჩევიან კონკრეტული ადგილის კუთვნილების პრინციპით და არ არიან შეზღუდული კონკრეტული ბიოტოპის საბინადრო პირობებით. მაგალითად, აკვარიუმი მდ. ამაზონის მსხვილი თევზებისთვის ან აკვარიუმი ტბა ტანგანიკიდან ციხლიდებისთვის.
  2. ეკოლოგიურ* აკვარიუმში ჰიდრობიონტები შეირჩევა ადგილსამყოფელის პირობებისადმი საერთო მსგავსი მოთხოვნების პრინციპით. არც ამ შემთხვევაში აკვარიუმი  არ არის შეზღუდული კონკრეტული ბიოტოპის საბინადრო პირობებით. მაგალითად, აკვარიუმი ცივი წყლის და ძლიერი დინების მოყვარული თევზებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ მარილების ჭარბი შემცველობა წყალში და მაღალი საერთო კარბონატული სიხისტე.
  3. სახეობრივ* აკვარიუმში, პირობები იქმნება კონკრეტული სახეობის თევზის არსებობისთვის, კონკრეტული ადგილის ან ბიოტოპის პირობების შეუზღუდავად. მაგალითად აკვარიუმი „შავი წყლით“, მრავალი ფოთლებითა და ტოტებით აგასიზის აპისტოგრამებისთვის (Apistogramma agassizii).

*წინამდებარე ტერმინები არ არის ზოგადად მიღებული და შეიძლება შეიცვალოს მოგვიანებით.

ბიოტოპური აკვარიუმების შეფასების კრიტერიუმები

აკვარიუმი არის ხელოვნური ეკოსისტემა, რომელიც შედგება ბიოტოპისა (ადგილსამყოფელი) და ბიოცენოზისგან (ცოცხალი ორგანიზმები). მათი შერჩევა, კომბინაცია და შესაბამისობა ბუნებრივი  ადგილსამყოფელის, უნდა შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების გამოყენებით:

  1. 3af70778176d6c255f948e64c041d8ebადგილსამყოფელის შესაბამისობა. აკვარიუმის გაფორმებისათვის შერჩეული დეკორაციები და სუბსტრატები, ვიზუალურად უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ ბიოტოპს.
  2. ცოცხალი ორგანიზმების შესაბამისობა. თევზი, მცენარეები, კიბოსნაირები და მოლუსკები უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ ბიოტოპს. დასაშვებია კოსმოპოლიტური და ინვაზიური სახეობების გამოყენება. თუმცა, მათი ყოფნა უნდა აღინიშნოს აღწერილობაში.
  3. ადგილსამყოფელის ხარისხი. დეკორაციების შემადგენლობა, სუბსტრატი და მათი განლაგება უნდა შეესაბამებოდეს ჰიდრობიონტების სასიცოცხლოდ საჭირო პირობებს. მაგალითად, არ არის ხრწნადი, ფოთლების და წყალმცენარეების ჭარბი რაოდენობა, ეს ციხლიდისათვის (Cichlidae) საჭირო თავშესაფარია და ა.შ.
  4. ცოცხალი ორგანიზმების ხარისხი. თევზებს, მცენარეებს და უხერხემლოებს აქვთ ჯანსაღი გარეგნობა. მათი რაოდენობა და თანაფარდობა ოპტიმალური უნდა იყოს კონკრეტული აკვარიუმისთვის. დაშვეული საკვები სახეობის არსებობა. თუმცა, ისინი უნდა აღინიშნოს აღწერილობაში და შეესაბამებოდეს ბიოტოპს.
  5. ადგილსამყოფელის კომპონენტების მდებარეობა. დეკორაციები და სუბსტრატი ერთიანობაში ქმნიან ბუნებრივ რელიეფს, რომელიც ქმნის წყალქვეშა ბიოტოპში მოხვედრის ეფექტს. სურათი ჰარმონიულია ბუნებრივი და ესთეტიკური თვალსაზრისით.
  6. ცოცხალი ორგანიზმების ადგილმდებარეობა. თევზი ბუნებრივად იქცევა და ავსებს შემოთავაზებულ ნიშებს. მცენარეები დარგულია და იზრდება იმის გათვალისწინებით, თუ როგორ გამოიყურება ბუნებაში.

თუ გსურთ თქვენი ნამუშევარი ბიოტოპური აკვარიუმების დიზაინის კონკურსზე წარადგინოთ, მაშინ უნდა მოიფიქროთ ბიოტოპის სწორედ შედგენილი სახელი და აღწერა. არანაკლებ მნიშვნელოვანია წარმოდგენილი ფოტოების ხარისხი. დამალეთ აკვარიუმის აღჭურვილობა, გაწმინდეთ. დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ მითითებული ყველა თევზი ჩანს მთავარ ფოტოზე. ეს დაგეხმარებათ კარგი შედეგის მიღწევაში.

წინამდებარე სტატიაში მოყვანილი კონცეფცია ყოველწლიურად იქნება თავიდან გაანალიზებული და რედაქტირებული საჭიროების შემთხვევაში. ჩვენ ყოველთვის გამოვთქვამთ თანამშრომლობის სურვილს და მზად ვართ მივიღოთ ჩვენ ჯგუფში ყველა მსურველი, ვისაც გააჩნია სურვილი დახმარება გაგვიწიოს ბიოტოპური აკვარიუმისტიკის განვითარებაში. თუ თქვენ გაქვთ იდეები, მოგვწერეთ ქვემოთ მოყვანილ ელექტრონულ მისამართზე.

contact@biotope-aquarium.info

ოლეგ ლაბუტოვი

სტატიისა და წყალქვეშა ფოტოების ავტორი


სერგეი ანიკინი

სტატიის ილუსტრაციების ავტორი თარგმნის ინგლისურ ენაზე


გიორგი ხიზანიშვილი

ავტორი თარგმნის ქართულ ენაზე