International biotope aquarium design contest
მოხარული ვართ მოგესალმოთ ბიოტოპური აკვარიუმების საერთაშორისო კონკურსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე!
კონკურსის არსებობის მანძილზე, მისი ორგანიზატორები, მონაწილეები და ჟიურის წევრები ნამდვილ ერთსულოვან გუნდად ჩამოყალიბდნენ. ჩვენმა კონკურსმა დიდი გავლენა იქონია ბიოტოპური აკვარიუმისტიკის პოპულარიზაციაზე მთელ მსოფლიოში, რაც მნიშნველოვანია საფრთხის ქვეშ მყოფი ბუნებრივი ადგილსამყოფელების და წყალქვეშა ბინადრების შესასწავლად.
წლიდან წლამდე კონკურსანტების და ქვეყნების რაოდენობა იზრდება. 7 წლის განმავლობაში მივიღეთ 520 განაცხადი 46 ქვეყნიდან. ამავე დროს გვინდა გაცნობოთ, რომ მუდამ ხდება წესების და შეფასების კრიტერიუმის განახლება, შესაბამისად კონკურსში მონაწილეობა გადაიზრდება საინტერესო კვლევაში არა მხოლოდ მონაწილეთათვის, არამედ მაყურებლებისთვისაც. კონკურსის დასრულების შემდეგ საუკეთესო ნამუშევრების ფოტოები დაბეჭდილი იქნება მსოფლიოს საუკეთესო ბიოტოპური აკვარიუმების ჟურნალში.
გეპატიჟებით მიიღოთ მონაწილეობა და აკვარიუმისტიკა კიდევ უფრო საინტერესო გახადოთ. შესაძლოა სწორედ თქვენ იქნებით პირველი ადამიანი თქვენი ქვეყნიდან, ვინც მიიღებს მონაწილეობას ჩვენ კონკურსში და განსხვავებული რაკურსით გვიჩვენებს აკვარიუმისტიკას!
2011-2017 წლების განმავლობაში კონკურსში მონაწილე ქვეყნები:
არგენტინა, ავსტრია, ბელარუსი, ბელგია, ბრაზილია, ბრუნეი, ბულგარეთი, ჩილე, ჩინეთი, კოსტა რიკა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ინდოეთი, ინდონეზია, ისრაელი, იტალია, იაპონია, ყაზახეთი, ლატვია, ლიტვა, მალაიზია, მექსიკა, მოროკო, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, სერბია, სინგაპური, სამხრეთი კორეა, ესპანეთი, ტაივანი, თურქეთი, უკრაინა, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ვიეტნამი
გამოაგზავნეთ თქვენი წინადადები ჩვენ ელ.ფოსტაზე: contact@biotope-aquarium.info
განაგრძეთ ბიოტოპობა!